ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “700 ათასი ქართველის გმირობის სიმბოლო»

“700 ათასი ქართველის გმირობის სიმბოლო»

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავია.
ის თბილისში ქერჩიდან ჯავშანტრანსპორტიორით ჩამოასვენეს, 8 მაისს ოფიცერთა სახლში დაასვენეს და 1975 წლის 9 მაისს ვაკის პარკში დაკრძალეს.

კრემლში გადაწყვიტეს, რომ საბჭოთა რესპუბლიკების დედაქალაქებში მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად უცნობი ჯარისკაცების საფლავები გაეკეთებინათ.

თბილისში ეს საქმე გე­ნე­რლებს ჯან­ჯღა­ვას, ყუ­რაშ­ვი­ლსა და თა­ვარ­თქი­ლა­ძესა და პოლ­კოვ­ნი­კებს ჩო­ხე­ლსა და ქან­თა­რიას დაევალათ.
უცნობი ჯარისკაცი კი აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო.

ეს ამბავი გაზეთ “კვირის პანორამის” ჟურნალისტებთან შორენა ბურდილაძესთან და ეკა მომცემლიძესთან ინტერვიუში საზოგადოებას ამბის მონაწილე ივანე ჩოხელმა მოუთხრო.

ჯარისკაცის სახელი მალევე დადგინდა, რადგან მაშინდელი წესით მებრძოლებს ქამარში საკუთარი ვინაობის აღმნიშვნელი მასრა ჰქონდათ დატანალი.

ვინაიდან გადაწყდა, რომ ჯარისკაცი ქართველი საზოგადოებისთვის უცნობად უნდა დარჩენილიყო, რათა საერთო ტკივილისა და გამარჯვების სიმბოლოდ ქცეულიყო, ამ თემაზე მომუშავე სამხედროებმა ვინაობის გაუთქმელობის ფიცი დადეს. ამიტომ, არ ვიცით, ვაკის პარკში ვინ არის დასაფლავებული. თუმცა, როგორც პოლკოვნიკი ივანე ჩოხელი ამბობდა, ის დასავლეთ საქართველოდან არის და 22-23 წლის ბიჭია.

ეს ბიჭი კი დარჩა იმ 700 ათასი ქართველის სიმამაცისა და გმირობის სიმბოლოდ, რომლებიც ნაციზმსა და ფაშიზმს 1939-45 წლებში ებრძოდნენ. ამ ომმა 300 ათასზე მეტი თანამემამულე შეიწირა. ეს იყო ყველაზე დიდი მსხვერპლი ქვეყნის მოსახლეობის თანაზომიერების მიხედვით.

გოგა ჩანადირის პოსტიდან


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...