ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / წერეთლის გამზირზე მოძრაობა სრულად აღდგა

წერეთლის გამზირზე მოძრაობა სრულად აღდგა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

წერეთლის გამზირზე  სარეავილიტაციო სამუშაოები  ნაწილობრივ დამთავრებულია, ამის შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

“საზოგადოებას დავპირდით, რომ პირველ თებერვალს გავხსნიდით. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და მეორე ნაწილში კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.

დასრულების ეტაპზეა, უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები დასრულდება.

ამ ეტაპზე, დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში დასრულდება”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...