ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, ეს არ მოხდება“

ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, ეს არ მოხდება“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

„ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და მერე მეორე გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, ეს არ მოხდება“-აცხადებს პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი.

„არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსმა მოგვიტანოს ის შედეგი, რასაც ვერ ვაღწევთ ჩვენ თვითონ, ჩვენს შორის. გარე ფაქტორიდან კი არ უნდა მივიღოთ დეპოლარიზაცია, ჩვენი მისაღწევი შედეგია. დეპოლარიზაცია არის დღეს და აქ! დეპოლარიზაციაა, როდესაც ქალები მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან ერთი მაინც არ უნდა მოსულიყო? ერთს არ აქვს ინტერესი ქალთა უფლებების, ქალები და მშვიდობა, ქალები და უსაფრთხოება, რა როლი აქვთ, ერთს არ აქვს პატივისცემა იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და დასხდნენ იმისთვის, რომ საქართველოში შედგეს ასეთი მაღალი დონის კონფერენცია. ეს არის მარტივი დეპოლარიზაცია. დეპოლარიზაცია შედგება პატარ-პატარა ნაბიჯებისგან. როცა ვაპირებდი ჩასვლას ჯერ სტრასბურგში და მერე ბრიუსელში, შევთავაზე ყველა პოლიტიკური პარტიისა და ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის ქალებს, რომ მოდით და ჩემთან ერთად წამოდით სტრასბურგში. სიტყვით არავინ არ გამოვა, მე მექნება სიტყვა და სხვას არავის, იქ არ იქნება პოლიტიკური ჭიდილის ადგილი, მაგრამ იქ ჩავალთ და კადრი, „კარტინკა“ იქნებოდა, რომ საქართველოს ქალები აჩვენებენ მაგალითს, რომ შეიძლება ერთი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ შედგეს. უარი მივიღე მმართველი პარტიის ყველა წარმომადგენლისგან. ვეხვეწე, ვეუბნებოდი, რომ მე ვიცი, ოპოზიციიდან ვინც მოდის, ყველა მზადაა იმისთვის, რომ იყოს ერთგვარი მორატორიუმი, რომ არავინ არ დაიწყოს იქ კრიტიკა, ხელისუფლება ასრულებს თუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, იქ ჩავდივართ იმისთვის, რომ ერთად მოვითხოვოთ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო შეთანხმება და ამ შეთანხმების გარანტორი ვიყავი მე. ვერ მივაღწიე, ვერ დავაჯერე ვერავის. მესამე მაგალითი იყო რუსთაველის თეატრში მოწყობილი „ათასი ქალი ევროკავშირისთვის და ევროპული სტატუსისთვის“. იქაც ვერ მივაღწიე იმას, რომ ერთი მაინც ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის, მთავრობის, პარტიის, ვინმე მოსულიყო და დამჯდარიყო ამ ათას ქალთან ერთად, რომ ეს ყოფილიყო მართლა გაერთიანებული საზოგადოება. ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და მერე მეორე მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, არ მოხდება ეს, არ განმუხტავს ეს ვითარებას იმიტომ, რომ შევალთ საარჩევნო პერიოდში. რა განმუხტვა და რის განმუხტვა თუ ამ დღეში მივედით იქამდე. ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ გავერთიანდეთ იმ ერთ საკითხზე, რომელიც ხალხში არის გაერთიანებული და სხვათა შორის მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი შიგნით, მმართველ პარტიაშიც არის ერთგვაროვნად აღქმული იმიტომ, რომ ყველა ვისაც აქვს საშუალება, პასპორტები და ვისაც უნდა სწავლა, ყველას უნდა ევროკავშირში. ერთი მაჩვენეთ ვინ აგზავნის თავის შვილებს რუსეთში, მაშინ ვიტყოდი, რომ ვიღაც არის პრორუსი, მაგრამ მე არ ვიცი ასეთი არავინ. თუ გაერთიანებული ვართ ამაზე, პოლიტიკური დაპირისპირების გამო არ უნდა გამოვიყენოთ ეს კანდიდატის სტატუსი, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და გაუთავებლად გავხლიჩოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...