ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ჩვენ გავანადგურებთ ჩვენს მეზობელს [რუსეთს] და აღვადგენთ ქალაქებსა და ინდუსტრიებს”-ვოლოდიმირ ზელენსკი

“ჩვენ გავანადგურებთ ჩვენს მეზობელს [რუსეთს] და აღვადგენთ ქალაქებსა და ინდუსტრიებს”-ვოლოდიმირ ზელენსკი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სიტყვით მიმართა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალური სანქციები დააწესოს, მათ შორის ნავთობის სრული ემბარგო.

„საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდა იყოს პრევენციულად გამოიყენოს სანქციები და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში უპასუხოს საფრთხეებს. ეს სანქციები თავიდანვე რომ დაწესებულიყო, რუსეთი უკრაინაში შეჭრას ვერ შეძლებდა. აგრესორს ეცოდინება, რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობა უწოდა.

„ჩვენ გავანადგურებთ ჩვენს მეზობელს [რუსეთს] და აღვადგენთ ქალაქებსა და ინდუსტრიებს. ჩვენ ისტორიულ შესაძლებლობას გთავაზობთ. ომის შემდგომი აღდგენა შესაძლოა იყოს სწრაფი და ეფექტური. უკრაინა საუკეთესოებს მოიზიდავს“, – განაცხადა მან.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დაკავებულია უკრაინელი ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში„დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ათავსებდა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ...