ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ყველა დიდი მშენებლობის უკან კორუფცია და ხელისუფლების ბიზნესინტერესებია”

“ყველა დიდი მშენებლობის უკან კორუფცია და ხელისუფლების ბიზნესინტერესებია”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

პარლამენტარი რომან გოცირიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას და ახლის აშენების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ, ახალ საავადმყოფოს ააშენებენ, გამონთავისუფლებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე კორპუსებს ჩადგამენ!

თბილისის დინამოს ქალაქგარეთ საწვრთნელ ბაზას ავუშენებთო. სინამდვილეში ეს ნიშნავს დიღომში ამ საფეხბურთო კლუბის სტადიონის და ინფრასტრუქტურის გაყიდვას და იქ კორპუსების ჩადგმას.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ნადგურდება ქალაქის საზოგადოებრივი სივრცეები და წარმოიქმნება უსახური ბეტონის ჯუნგლები.

არ ავაშენებინებთ დიღმის სტადიონზე კორპუსებსო, ბრძანა თბილისის მერმა. “აღდგომა და ხვალეო”. მეტ ქრთამს მოთხოვენ ნებართვისათვის ან თავად სახელისუფლო სამშენებლო ბიზნესი იყიდის ამ ტერიტორიას.

კორუფცია და ხელისუფლების ბიზნესინტერესები დგას ყველა დიდი მშენებლობის უკან.“


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...