ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “უყიდია გოჭი, ინდაური, ვითომ ქორწილი ჰქონდეს, რა ენაღვლება ჩემი სიმწრით ნაშოვი ფული?”- ემიგრანტის დღიურიდან

“უყიდია გოჭი, ინდაური, ვითომ ქორწილი ჰქონდეს, რა ენაღვლება ჩემი სიმწრით ნაშოვი ფული?”- ემიგრანტის დღიურიდან

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

  1. ემიგრანტის დღიურიდან
    ახალი წლის მეორე დღეა და, როგორც ყოველთვის, ვწერ ჩემს კიდევ ერთ, ემიგრანტობის დღეზე. უფროსს ფული ვთხოვე – გაახარებს ღმერთი, როგორც კი ვუთხარი, გადასაგზავნად მინდა-მეთქი, მაშინვე მომიტანა, დედამისთანაც დარჩა და წავედი ბანკში. იქ უამრავი, ჩემსავით სამსახურიდან გამოქცეული ქალი იყო. ბევრი ვეხვეწე ყველას, მაგრამ არავინ გამატარა, სანამ ჩემი რიგი არ მოვიდა…
    მეუბნებოდნენ: რა ვქნა, ქალბატონო, მეც მიტირის ბებია ლოგინში! რა გზა მქონდა, დაველოდე ჩემს რიგს და გადავაგზავნე ფული – ცოტა ამოვისუნთქე! ისინი რომ არიან “მაძღრები” სახლში, მეც კარგად ვგრძნობ თავს. მოვედი სამსახურში. დავურეკე ჩემს რძალს და ჩავაწერინე კოდი. სიტყვის დასრულება არ დამაცადა, გამითიშა. მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა, მაგრამ მომისმინა?! ფული აქვს ახლა და რა ჯანდაბად უნდოდა ჩემთან საუბარი… ბაზრიდან მოსულმა, იკადრა და მანახა ნაყიდები: უყიდია გოჭი, ინდაური, ვითომ ქორწილი ჰქონდეს, იმდენი რამ – რა ენაღვლებათ ჩემი სიმწრით ნაშოვნი ფული?! მაგრამ არ დავეძებ, კარგად იყვენ და… საღამოს ფოტოები გადაუღო გაკეთებულ საჭმელებს და გადმომიგზავნა. შეხედე, დედა, რა გავაკეთეო. დაელოცოს მარჯვენა, კეთება კი იცის კარგი და სანაქებო! ეხ, კი დამწყდა გული. ნეტავ, მეც ვიყო თქვენთან-მეთქი, ვუთხარი.
    – რა გინდა, დედა, აქანე, დაქცეულია ქვეყანაო, – მიპასუხა… ხო, მართალია, მე რომ იქ ვიყო, სად ექნებოდათ ასეთი სუფრა საახალწლოდ? ამიტომ არ სურთ, რომ სახლში დავბრუნდე – ვიქეცი ფულის მანქანად და ესაა ჩემი ცხოვრება!
    უკვე თორმეტი შესრულდა საქართველოში. ვის გავახსენდი! ისევ მე დავრეკე, უკვე გაშლილ სუფრასთან ისხდნენ. ვთხოვე, ჩამირთეთ თვალი, შეგხედავთ-მეთქი. ახლა არ გვცალია, ვქეიფობთ და ფოტოებს რომ გადავიღებთ, გამოგიგზავნითო. კარგი, რა გაეწყობა-მეთქი და გავუთიშე. დავჯექი და ვიტირე. ჩამწყდა გული. ვტირი და ვტირი, არც ვინმე მყავს, მითხრას: – გეყოს ახლა, ნუ ტირი ამდენსო. ისევ მე შემოვუძახე საკუთარ თავს და გავჩუმდი. ჩავიხედე
    სარკეში და ვესაუბრე საკუთარ „მეს“: – ასეა, ხო, ასე. რაც მეტ პასუხისმგებლობას იკისრებ, უფრო მეტს მოგთხოვენ! ქალი რომ ხარ და დედა, დატკბი იმით, რაც გარგუნა უფალმა და გაზარდე შვილები. იმყოფინე ის, რასაც მოგიტანს ქმარი! არ გარბოდნენ უწინ ჩვენი წინაპრები სხვა ქვეყანაში საშოვარზე, მარა, კი ზრდიდნენ ბავშვებს.
    …ახლა ყველა გაქცევაში ხედავს გამოსავალს და მეც ასე მოვიქეცი. ამდგარიყო და ჩემი ქმარი წასულიყო, მე ვყოფილიყავი სახლში, ჩემს შვილებთან, მარა, მე წავალ-მეთქი, ვუთხარი, მე
    უფრო შევძლებ საქმის გაძღოლას და აგერ უკვე ათი წელია კი ვაგდივარ აქ, – ველაპარაკები ასე საკუთარ თავს. უცებ, წკაპ, წკაპ, – მესენჯერში გაისმა. ვიფიქრე, ფოტოები გადმომიგზვნეს-მეთქი და მივვარდი უცებ. გავხსენი და ვნახე: შვილების, შვილიშვილების, ქმრის და სუფრის ფოტოები გადმოუგზავნიათ. მადლობა ღმერთს-მეთქი, – გავიფიქრე. კიდევ კარგი, ესეც რომ არ დამამადლეს და მანახეს. ვათვალიერებ ფოტოებს და ვტირი, მაშინვე ავტვირთე ფეისბუქზე, – ნახოს ხალხმა, რავარი კაი ოჯახი მყავს. არ გასულა ხუთი წუთი და მირეკავს ჩემი გოგო:
    – წაშალე, დედა, მაგ ფოტოები, არ ვარ კარგად!
    – ღმერთო ჩემო, რომელ ფოტოში არ ვარგიხარ, გოგო, ანგელოზივით ხარ ყველაში-მეთქი, მარა გეიგონა? შემოვიდა და თვითონ წაშალა ყველა. ასეა, ხო, ასეეეე. რაც მეტს დახრი თავს, მეტს გაგიბედავენ! საკუთარი თავის ფასი დავკარგეთ ქართველმა დედებმა. დავივიწყეთ ჩვენი მეობა და ოჯახის გამო ყველაფერზე უარი ვთქვით… მადლიერიც არავინ გვყავს, თორემ ჯანდაბას, ბოლოს იმას გვეტყვიან: რა გამიკეთე და ვინ შეგეხვეწა, რომ წახვედიო! ასაკი მემატება, ვბერდები და ვერ ვიგემე ის სიხარული და სიტკბო, რასაც ოჯახი ჰქვია. ასე შორიდან უკვე ათი წელია მივჩერებივარ ჩემს ოჯახს და ვტკბები ამით. ვხარობ მათი სიხარულით და ვარ. აბა, ჩემი უკვე კარგა ხანია, დაკარგული მაქვს!..
    უფალს ვთხოვ, იქ დარჩენილებს ცოტა მეტი პატივისცემა ესწავლოთ ჩვენი… დაეფასებინოთ ჩვენი შრომა. ჩვენ კი ვზიდავთ ამ ტვირთს, რაც გვარგუნა განგებამ და ოდესმე ჩვენც დავბრუნდებით, ალბათ, ჩვენს ოჯახებში….
    ავტორი: სოფო იმერელი სოფო იმერელი“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...