ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ვთანხმდებით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] ეტაპი ამოღებულია“

„უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ვთანხმდებით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] ეტაპი ამოღებულია“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

უკრაინის ალიანსში გასაწევრიანებლად მაპი-ს მოთხოვნა მოხსნილია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სამიტის პირველი დღის შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, დღეს ალიანსის წევრებმა შეათანხმეს სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი, რათა უკრაინა ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოონ.

დღეს ალიანსის წევრებმა შეათანხმეს სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი, რათა უკრაინა ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოონ.

პირველი ეს არის მრავალწლიანი დახმარება უკრაინას, რომელიც ქვეყანას საბჭოთა სტანდარტებიდან ნატოს სტანდარტებზე გადაიყვანს, აღადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებს და დაფარავს კრიტიკული საჭიროებები, როგორებიცაა საწვავი და სამედიცინო ხარჯები.

მეორე, ეს არის უკრაინა-ნატოს საბჭო კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, როგორც თანასწორი მხარეები. ხვალ გაიმართება ამ საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით.

მესამე: ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ  ეს შეცვლის უკრაინის გზას ნატოსკენ და ორეტაპიანი პროცესი გახდება ერთეტაპიანი. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ უკრაინას მოვიწვევთ ნატოში, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს.

ჩვენ შევთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან პაკეტზე, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს უკრაინას ნატოსთან. ეს არის ძალიან პრაქტიკული დახმარება, რაც მოიცავს ურთიერთქმედების გაზრდას უკრაინისა და ნატოს ძალებს შორის. გარდა ამისა, ეს მოიცავს რეფორმებს თავდაცვის სექტორში, რომელიც აუცილებელია ნატოს წევრობისთვის. ჩვენ ასევე ვაგზავნით ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს. ასე რომ, ასეთი ძლიერი სიგნალი აქამდე არასდროს ყოფილა.” განაცხადა სტოლტენბერგმა


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...