ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „საქართველო „ვეფხისტყაოსნის“ ცივილიზაციაა,ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები“

„საქართველო „ვეფხისტყაოსნის“ ცივილიზაციაა,ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

„ ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამორჩეული რემიქსირებული ფრაზეოლოგიი თ და ახლებური შეფასებებით :

„საქართველო  „ვეფხისტყაოსნის“ ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს. ჩვენში “ლეკვი ლომისა” მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად. ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი.

„იყო ქართველი, ნიშნავს — მღეროდე „მრავალჟამიერს“, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე „ვეფხისტყაოსანს“, უძღვებოდე ქართულ სუფრას და შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას“, — განაცხადა «ქართული ოცნების» ლიდერმა.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...