ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საფრთხე-12 ათასმა  რუსეთის მოქალაქემ 15  000 ათასი შენობა-ნაგებობა შეიძინა -11  000 ათასს რუსეთის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა
All-focus

საფრთხე-12 ათასმა  რუსეთის მოქალაქემ 15  000 ათასი შენობა-ნაგებობა შეიძინა -11  000 ათასს რუსეთის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

2022 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით,  12 ათასმა  რუსეთის მოქალაქემ 15  000 ათასი შენობა- ნაგებობა შეიძინა, უძრავი ქონებიდან 13 000 საცხოვრებელი ბინა ,  15 000 ათას მიწის ნაკვეთზე,  რუსეთის  11  000 ათას მოქალაქეზე მიწის ნაკვეთი  საკუთრებაშია დარეგისტრირებული. ეს იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებული ოფიციალური სტატისტიკაა.

რუსეთის მოქალქაქეების მასობრივად შემოსვლა და უძრავი ქონების შეძენა ძალიან საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისათვის, რას საქმიანობენ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები ეს კიდევ სხვა საკითხია. მით უმეტეს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას კანონმდებლობით შეუძლია მისი ქვეყნის მოქალაქეები დაიცვას ნებისმიერ ქვეყანაში და ამ მიზეზით შევიდეს ძალადობრივი მეთოდით.

რუსეთის 100  000 მოქალქეების საცხოვრებლად საქართველოში შემოსვლას და დაბინადრობის მიღებას  არავინ აკონტროლებს, არადა საფრთხე მართლაც დიდია.  რა საქმიანობას ეწევიან რუსეთიდან საქართველოში გადმოცხოვრებული რუსეთის მოქალქეები?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის  პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს.

2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.

2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა.

 

– 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში დაფიქსირებული 2032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის, ამავე პერიოდში დაკმაყოფილილებული განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 32,6%-ს შეადგენს.

 

– ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა.

 

როგორ და რა კრიტერიუმებით ხდება რუსეთის მოქალქეებზე მობინადრეობის მინიჭება?

კანონში ვკითხულობთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კანონით უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ბინადრობის ნებართვა შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. საფუძვლის მიხედვით, დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი ტიპის ნებართვები:

სასწავლო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;

 

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით – გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;

 

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

 

მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა – გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;

 

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მის ოჯახის წევრებზე.

 

დროებითი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;

 

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

სპეციალური ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული; ასევე, უცხოელზე, რომელზეც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; ან უცხოელზე,  რომელის გაძევებაც ვერ მოხერხდა და შესაბამისად გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და დროებითი საიდენტიფიციო მოწმობის მიღებიდან გასულია 5  წელი;

 

საქართველოში მუდმივის ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:

 

– მუდმივი ცხოვრების ნებართვა – გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

 

– უვადო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ან 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.

 

(ოჯახის წევრებად მიიჩნევიან საქართველოში საინვესტიციიო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის  მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის მშობელი);

 

უკრაინაში რუსთის შეჭრის შემდეგ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შედეგად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოსვლა კვლავ გრძელდება. IDFI პერიოდულად სწავლობს და აქვეყნებს საზღვრის კვეთის სტატისტიკას, პარალელურად ორგანიზაციამ გაანალიზა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების კუთხით არსებული ტენდენციებიც.

 

2022 წლის 5 აგვისტოს IDFI-იმ საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, გამოითხოვა 2019-2022 წლების პირველი მარტიდან პირველ აგვისტომდე (თვეების მიხედვით) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების და ბინადრობის ნებართვების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკა.  Სააგენტომ აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი IDFI-ს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ, 1 თვის დაგვიანებით მოაწოდა.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობისა და დაკმაყოფილების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად  იზრდება.  Მაგალითად, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა. Აღნიშნული მატება კიდევ უფრო თვალსაჩინოა 2019 და 2020 წლებთან შედარებით.

 

კერძოდ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან (მარტი-ივლისი) შედარებით, 2022 წელს 1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ხოლო დაკმაყოფილებულმა განხცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა.

 

 


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...