ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რამდენიმე დღეში საქართველოს ელჩს გამოაძევებენ უკრაინიდან

რამდენიმე დღეში საქართველოს ელჩს გამოაძევებენ უკრაინიდან

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

“სააკაშვილის ტრაგიკული მდგომარეობის გამო ზელენსკიმ ქოცების ხელისუფლება კანიბალებს შეადარა და რამოდენიმე დღეში საქართველოს ელჩს გამოაძევებენ უკრაინიდან.

ახლა მიშას საკითხის მიღმა ვიმსჯელოთ, თუ რა პოლიტიკური შედეგების მომტანია საქართველოსთვის უკრაინიდან ელჩის გამოძევება:

ძალიან მალე უკრაინა დაამარცხებს პუტინის რუსეთს და რუსეთს მოუწევს ხელის მოწერა კაპიტულაციაზე. კაპიტულაციის დოკუმენტი კი გაჯერებული იქნება ბევრი პოლიტიკური მოთხოვნებით უკრაინისა და ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება რუსეთისთვის. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ამ კაპიტულაციის დოკუმენტში გათვალისწინებული იყოს საქართველოს ინტერესები, რაც პირველ რიგში გულისხმობს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას.

როგორ წარმოგიდგენიათ, უკრაინასთან ფაქტიურად ცივი ომის პირობებში მყოფი საქართველოს მთავრობა, რომლის ელჩის გამოძევებული იქნება უკრაინიდან, როგორ მოახერხებს უკრაინის დათანხმებას, რათა კაპიტულაციის დოკუმენტში გათვალისწინებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები?

ხომ ყველას გვიხარია და მოუთმენლად ველოდებით უკრაინის გამარჯვებას?! ხო და ახლა დაფიქრდით, პოლიტიკურად როგორ უნდა აისახოს ამ ომის შედეგები საქართველოზე? მხოლოდ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით კაპიტულაციის დოკუმენტში. ხო და მიშას განთავისუფლებისა და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის გარეშე ეს მიზნები მიუღწეველია”-სოციალურ ქსელში  წერს

ნაცმოძრაობის აქტივისტი დავით ნებიერიძე


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...