ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ოცნებას არჩევნების გაყალბება არ გამოუვა, ცივი წყალი დალიონ იმათ, ვისაც არჩევნების გაყალბება უნდა”

“ოცნებას არჩევნების გაყალბება არ გამოუვა, ცივი წყალი დალიონ იმათ, ვისაც არჩევნების გაყალბება უნდა”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

პატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  “ვივა- მედის” კლინიკიდან ოპოზიციას რჩევა- დარიგებას აძლევს და საარჩევნო ხმების დასაცავად სკოლის შექმნას აპირებს.

“ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე უკვე აქვთ ფორად, თან ისეთი, რომ ვერც ერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერც გარეული იმ დღეს დარღვევას ვერ იპოვის – ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ეს სკოლა ამოქმედდება თვე-თვენახევარში. გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო  პროცესზე  ჩართვსას განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება არ გამოუვა და „ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს“.

 

„2022 წლის მონაცემებით, რომელიც სტატისტიკის სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული, 20-85 წლის ასაკის 2 მილიონ 735 ათასი ადამიანი გვყავს.

ცესკოს 2021 წლის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 მილიონ 497 ათასი. ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა 762 ათასია. მათი აზრით, გამოდის, რომ 18-19 წლის ამომრჩეველი შემოგვემატა ამ ოდენობის. ცესკოს რაოდენობაში 500 ათასი ადამიანი ვინ არის და საიდან მოვიდა, ზუსტად არავინ იცის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის ის ხალხი, ვინც განდევნეს საქართველოდან, ხელოვნურად გაყარეს. გაამზადეს მათი პირადობის მოწმობები და ასე აპირებენ ამ ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. მიაჩნიათ, რომ ახლა მთავარია არ იყოს ბუნტი, იყოს სიწყნარე, წყნარად, მშვიდად მიაგორონ არჩევნებამდე და ეს არჩევნები უხეშად გააყალბონ. ჩვენ ხელჩამოშვებულები არ ვისხდებით.

ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე უკვე აქვთ ფორად, თან ისეთი, რომ ვერც ერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერც გარეული იმ დღეს დარღვევას ვერ იპოვის. ამიტომ, ამ მონსტრის დასაშლელი ერთადერთი გზა სიების მონიტორინგის კარგი სისტემის აწყობაა, კარგად დატრენინგებული ადამიანები, სწორი მეთოდოლოგიით იწყებენ თითოეული ამომრჩევლის გადამოწმებას ცესკოდან გამოთხოვილი სიების მიხედვით.

ამიტომ, ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ეს სკოლა ამოქმედდება თვე-თვენახევარში. გავატარებთ, ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას. მთელ მსოფლიოს შევატყობინებთ ამას. წყნარად არ გამოგივათ ამ გაყალბების მომზადება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,

რომ წინასწარ მოპარული 500 ათასი ხმა წინასწარ გაგაგდებინოთ. თქვენ მოიპარეთ ბიუჯეტი, საქართველოს ხალხის იმედი და ახლა გინდათ, მათ არჩევნები მოპაროთ და საბოლოოდ, ჩაასამაროთ და მოსპოთ ეს ქვეყანა. არ გამოგივათ! ვერ მოგართვით ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს“,- განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...