ახალი ამბები
Home / Uncategorized / ნორა კვიციანი გარდაიცვალა-“ დაგვბომბეს, სახლ- კარი ამოგვიძირკვეს,8 წელი-მატროსოვის ციხე, რუსთავის კრიტი, კარანტინი-ბევრი უბედურება, ტანჯვა გამოვიარე”

ნორა კვიციანი გარდაიცვალა-“ დაგვბომბეს, სახლ- კარი ამოგვიძირკვეს,8 წელი-მატროსოვის ციხე, რუსთავის კრიტი, კარანტინი-ბევრი უბედურება, ტანჯვა გამოვიარე”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

დღეს ნორა კვიციანი გარდაიცვალა, იგივე დედა ქეთევანი, ის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია, უდანაშაულომ 8 წლიანი სასჯელი მოიხადა, ბოლო დროს მონაზვნად აღიკვეცა. ქალი, რომელიც იყო სიკეთე და სათნოება, ციხის კედლებში გამოკეტეს უსამართლოდ, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია. გთავაზობთ ამონარიდს მისი წერილიდან:

ნორა კვიციანი, ყოფილი პოლიტპატიმარი, დედა ქეთევანი-“ ჩემი წარსულის მოგონებები, ვიყავი ის რაც ვიყავი!ვაკეთე ის რა ვაკეთე! ბედნიერი ვარ რომ ისეთი ვიყავი როგორიც ვიყავი.! ბედნიერი ვარ, რომ გავაკეთე ის რაც გავაკეთე! ბედნიერი ვარ რომ ჩემთვის ერთი დღე არ მიცხოვრია! ბედნიერი ვარ რომ მოვითმინე ის რაც მოვითმინე! ბედნიერი ვარ რომ ყველას ყველაფერი შეუნდე ვაპატიე!
ამ ბედნიერებას ვთვლი უფლის წინაშე, ცხოვრებაა არაფერი ყოფილა, ყველაფერი დროებითი, არავის არაფერი მიაქვს ამ ქვეყნიდან, ადამიანმა თურმე უნდა იცხოვროს მუდმივი ცხოვრების მოსახვეჭად, სხვა ყველაფერი წარმავალი ყოფილა! ბევრი უბედურება და ქარ ცეცხლი გამოვიარე ჩემი წარსულის ცხოვრებაში
14-წელი ტერიტორის დაცვაში, ვარ ოფიცერი ,ვარ დაჯილდოებული, ვარ ომის და სამხედრო ძალების ვეტერანი მეორე ჯგუფის ინვალიდი.
ვიცავდით 2006-წლამდე შემდეგ დაგვერიენ მაშინდელი ხელისუფლება, და გაკეთეს ის რაც გააკეთეს, რაც სახეზეა დღეს ყველაფერი, ჩვენი თავგადადებული ბრძოლა ტერიტორიების შენარჩუნებისთვის, ამდენი წლები, თურმე ყოფილა დანაშაული, და ჩაგვითვალეს დანაშაულად,
ზოგი დაგვიჭირეს ზოგიც განდევნეს, გმირი ხეობა და ხეობელები მოღალატე შეგვრაცხეს, არც დაბომბვები დაიშურეს, მოწინაღმდეგეს არ დაუმბობია ჩვენმა ვითომ პატრიოტი და ამდროს მოღალატე მაშინდელი ხელისუფლებამ გმირი ხეობა დაბომბეს, სადაც მეომარი ბიჭების დედა იმსხვერპლეს.
ემზარისა და ჩემი სალხ-კარის ამოძირკვის ბრძანება გასცეს მაგრამ ჩვენმა სიმართლემ უფალთან გადაგვარჩინა,
მე დამაპატიმრეს შეთხზეს ცილისწამებული ბრალდებები, სამი მუხლით, 18-წელს რომ გამოგიცხადებს პროკურორი სიკეთის გულისთვის, და ეს რომ მოისმინო და მშვიდად შეხვდე. მადლობა უფალს იმ გამძლეობისთვის რა გამძლეობაც იმ მომენტში მომცა, ამდროს მოხვდა სასწაული და სიმართლემ არ დააყოვნა, შეცვალა პროკურორმა, 8-წლამდე ჩამოვიდა, 6-წელი და 6-თვე მოსამართლემ დამიტოვა, შეთხზული ბრალდებების მიხედვით, არ აინტერესებდათ ტყუილ მართალი, შემომატარებიეს ჩვენი ქვეყნის ყველა ციხეები, მატროსოვი, ზუგდიდის ჯოჯოხეთი, რუსთავის კრიტი, მერე ისევ მატროსოვის მე-13-ზონა ყველაზე საშიში პატიმრებად შეგვრაცხეს და შემდეგ ისევ რუსთავში ახალ აშენებულ კორპუსში სადაც ჯერ კიდევ ორთქლი ამოსდიოდა ბეტონს, 10-დღე კარანტინში.
მოკლედ რისი თქმა მინდა, ამ ყველაფრის შედეგმაც არ დააყოვნა და მძიმე სენის დიაგნოზიც მივიღე გუშინ ფილტზვე, მადლობის მეტი რა მეთქმის უფალზე ყველაფრის გამძლეობა მომცა, და ამდენ უბედურების შემდეგ აქამდე მაცოცხლა და მაცხოვრა აწიც მის ნება როდემდე მაცოცხლებს და მაცხოვრებს!
ადრე თუ გვიან ყველა ვტოვებთ ამ წუთი სოფელს, მე კი დავამთავრე მისია, და ვალ მოხდილი მივდვარ ჩემი ხეობელებისა და ჩემი ქვეყნის წინაშე, 21-წელი ქარ ცეცხლი გამოვიარე, დამეთანხმებიან ჩემი ხეობელები და სამხედრო ვეტერანები, ტანჯვაში და უბედურებაში გავატარე ჩემი ქვეყნისთვის, და დავისაჯეთ იმიტომ რომ უღალატოები ვიყავით დავისაჯეთ იმიტომ რომ პატრიოტები ვიყავით, დავისაჯეთ იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ვიცავდით.
მე ვარ დღეს იმ სასჯელისგან ყველაფერში გამართლებული, ვარ ამაყი ქვეყნის წინაშე, ასევე ჩემი ძმა ემზარიც, მაგრამ ემზარის წინაშე, სამწუხაროდ დღემდე გრძელდება ის უკანანობა რაც ავად სახსენებელი ხელისუფლებამ ჩაიდინა, ყველა ის უკანანოდ ჩამორთმეული ქონება დღემდე არ დაუბრუნებიათ სასამართოც აყოვნებს, ბევრი უსამართლობა, ბევრი უკანანობა ჩვენს მიმართ მაგრამ მადლობა უფალს ყველაფერსა და ყოველივეს გადაგვარჩინა, და არც გავბორეტებულვართ, ყველას დახვდება უფალთან ის რაც ჩვენს წინაშე აქვთ ჩადენილი, ჩემთვის ყველაზე ნომერ პირველია ვიყო უფალთან მართალი, სხვა მეორე ხარისხოვანია. ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ერთმანეთი
ყველანი უფალთან წამსვლელი ვართ იქ გამოჩნდება ყველასი საქმეები, ბოროტ ძალას მწვანე არ უნდა აუნთოთ. მართლმადიდებლებო”- ნორა კვიციანი.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დაკავებულია უკრაინელი ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში„დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ათავსებდა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ...