ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “მე ვფიქრობ ზურა მოკლულია,რაღაც ინექციით”

“მე ვფიქრობ ზურა მოკლულია,რაღაც ინექციით”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იხსენებს იმ ტრაგიკულ ღამეს, როდესაც მეუღლის გარდაცვალების შესახებ გაიგო.

„მე ვფიქრობ, ზურა მოკლულია. ხელს ვერავის დავადებ იმის ზუსტი ცოდნის გარეშე, რომ ეს ნამდვილად მისი გაკეთებულია. უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი.

მაშინვე გამოჩნდა, რომ გაზით კი არ იყვნენ მოწამლული, არამედ რაღაც ინიექცია ჰქონდათ შეყვანილი, რაც სისხლში იმავე ცვლილებებს იწვევს.

არსებობს ასეთი პრეპარატი, რომელიც რუსეთის „კა-გე-ბეს“ შეიარაღებაშია,“– ამბობს ნინო ჟვანია.

ზურაბ ჟვანიას მეუღლის თქმით, ყველაზე რთული მისთვის მარტოობის განცდაა.

„ყველაზე რთული მარტოობაა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო.

ცდილობ საქმეზე იყო ორიენტირებული, მაშინ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვარჯიში – თითქმის 2 კვირაში, რათა ყურადღება გადამეტანა.

ეს თვისება მაქვს, რაც არ უნდა დაეცე­ ადამიანი, უნდა ადგე, სანამ ადგომა შეგიძლია და მერე ცხოვრება გეხმარება.

ძალიან მომეხმარა ოჯახი, ადამიანების დამოკიდებულება, ახლაც, სადაც მივდივარ, ყველგან ზურას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ,“- ამბობს ნინო ჟვანია.

წყარო: „კვირის პალიტრა


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...