ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ინფორმაციის მოპოვების მიზნით არ მომხდარა, არამედ მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“

„ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ინფორმაციის მოპოვების მიზნით არ მომხდარა, არამედ მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

„არამგონია,რომ თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა და დევს სხვადასხვა სოციალურ და ვებ-გვერდებზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია ეს. უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც, ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანონს და უკვე, ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ინფორმაციის მოპოვების მიზნით არ მომხდარა და ეს ლუგარის ლაბორატორიის თემის გაღვივების მორიგი მცდელობაა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...