ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “კაცობა-გმირობა”-კაპრალი ლევან დევდარიანი-აგვისტოს ომის გმირი

“კაცობა-გმირობა”-კაპრალი ლევან დევდარიანი-აგვისტოს ომის გმირი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

კაპრალი ლევან დევდარიანი, სულ რაღაც, 24 წლისა იყო. არც ცოლ-შვილი დარჩენია, არც შეყვარებული… დარჩა სახელი – გმირის. დარჩა ბოლო ზარის პერანგი, ბეჭებზე საკუთარი ხელით ნაწერი წარწერით – „კაცობა-გმირობა“…😢❤️

ბიჭები მიყვებოდნენ, მთელი ომის ქარ-ცეცხლი გამოუვლია, ტელევიზიით ულაპარაკია ექიმ გოგოს, რომელიც იქ დაიჭრა, იქ ერთი სვანი ბიჭი იბრძოდა, იმნაირი მე არაფერი მინახავსო.❤️ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოხდა, ლევანის მეტი არავინ იყო სვანი… მისი თანამებრძოლი ბიჭები ყვებოდნენ, _”ის როგორ გადარჩებოდა, ან როგორ არ დაიჭრებოდა, ტანკიდან ტანკზე ვეფხვივით ხტებოდა, დაფრინავდა, ისეთ ამბებში იყოო. ჩემმა მაზლისშვილმა სურათიც გამომართვა, ბიჭებს ანახა და იმ ბიჭებმა უთხრეს, ეგ არის, სურათი რად გვინდა, ისედაც ყველამ ვიცითო. ყველამ იცის ლევანი, ვინც კი ცხინვალიდან ცოცხალი გამოვიდა. (დედა)❤️

ლევანმა სამშვიდობოს გამოაღწია, მაგრამ იქ, შანხაის ტერიტორიაზე ბიჭები ჩარჩნენ და, იმათ იქ ვერ დავტოვებო და უკან შებრუნდა. მაშინ დაიჭრა ფეხში მძიმედ❤️,…შემდეგ ისე მოხდა რომ დანარჩენები გამოვიდნენ დაჭრილი ლევანის გამოყვანა კი ვეღარ მოახერხეს😢
—————-
ბავშვობიდანვე იყო ძლიერი, ნიჭიერი…გამორჩეულად უყვარდა საქართველოს ისტორია…❤️

მეორე კლასში კარატეზე მიიყვანეს – საოცარი მონაცემები ქონდა ხუთჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა პატარებში, ორჯერ კავკასია მოიგო, მაგრამ ისეთი სიდუხჭირე იყო, ამის იქით ვერსად გავიდა. ერთ წრეზე ტრიალებდნენ. სახელმწიფოს არ ჰქონდა საშუალება, რომ სადმე გაეშვა, არც ოჯახში გვქონდა საშუალება, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გაგვეყვანა და ინტერესი დაკარგა, მობეზრდა, თორემ მართლა იშვიათი მონაცემები ჰქონდა. ერთხელ ფიზიკური მონაცემების შეჯიბრი ჩატარდა თბილისში, ყველა რაიონიდან იყვნენ. კინაღამ გააგიჟა მსაჯები, 180-ჯერ ჩავიდა და ავიდა ცალი ფეხით. გააჩერეს, ბავშვი არ გადაიწვასო. 200-ჯერ აიწია მუშტებით, ტანით 60-ჯერ აიწია ძელზე. ხელებით მთელ სპორტდარბაზს შემოუარა, 80 მეტრის მანძილზე. გაოგნდნენ. ამ დროს მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე იყო“.
ასეთი ვაჟკაცები დავკარგეთ სამწუხაროდ🇬🇪😢
საქართველოს სახელით

აუცილებლად გააზიარეთ ბევრმა იცოდეს მის შესახებ

სოცუალური ქსელის

გვერდიდან პატრიოტული სულისკვეთება


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...