ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირაკლი ღარიბაშვილი-„როცა შვილებზე გადადიან, ეს მიუღებელია, წითელი ზღვარია, ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია“

ირაკლი ღარიბაშვილი-„როცა შვილებზე გადადიან, ეს მიუღებელია, წითელი ზღვარია, ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

` დესტრუქციული და ხელმოცარული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმაოს და შფოთვა, ქაოსი, არეულობა შემოიტანოს“-პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა  პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დასკვნითი სიტყვის წარდგენისას  პოლიტიკური ოპონენტების  საქციელი დაგმო, მისი შეფასებით ისინი ყოველგვარ მორალურ და ადამიანურ ზღვარს გასცდნენ.

რომ სამწუხაროა,  თუმცა როდესაც ჩვენს  შვილებს ეხებიან., ასეთი საქციელი ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია.

ჩვენთვის ყველასთვის არ არის სასიამოვნო პირადი შეურაცხყოფების მოსმენა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული და მართლაც დეგრადირებული ოპოზიცია ყველაფერს ცდილობს, რომ რამენაირად პროვოცირება მოახდინოს, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ, მათ არაფერი დარჩენიათ, გარდა ერთისა, რამენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა შემოიტანონ. შემთხვევით არ დავარქვით ამ ადამიანებს და მათ პარტიას ომის, ნგრევის, ქაოსის პარტია. ყველა ის უბედურება, რაც მათ ჩვენს ქვეყანას მოუტანეს და რაც მათ მმართველობას უკავშირდება. ჩვენი მხრიდან, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს, ვინაიდან, ჩვენ ვართ ხელისუფლება.

არავის ვუპასუხებ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, ი, მაგრამ მინდა ყველა ჩვენს მტერს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...