ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “თუკი პუტინი ნამდვილად ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მაშინ გაიყვანოს ჯარი”

“თუკი პუტინი ნამდვილად ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მაშინ გაიყვანოს ჯარი”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

რუსეთმა საქართველოსთან დაწესებული სავიზო რეჟიმი გააუქმა, ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა. ამ ფაქტს ევროპისა და ამერიკის  მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ამერიკის

  • No items.
 ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ თუკი პუტინს საქართველოსთვის სიკეთე სურს, მაშინ ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნოს.

“თუკი პუტინი ნამდვილად ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მაშინ მან უნდა გაიყვანოს რუსეთის ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება. ეს იქნება ნამდვილად ნიშანი, გულწრფელი ნიშანი. ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. 1979 წელს ის ცდილობდა, რომ გაენადგურებინა ქართული ენა, შეურაცხყო ეკლესიები და ისევე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მისი სამიზნე ომის დროს იყო საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, ბავშვები და ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას მივესალმოთ”. – თქვა საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...