ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თავზე ფალოსწამოცმული ორფეხების, დეგრადირების, უზნეობის ღია პოპულარიზაცია-პრაიმ ჰაუსის” ფსკერსქვემოთა შოუში

თავზე ფალოსწამოცმული ორფეხების, დეგრადირების, უზნეობის ღია პოპულარიზაცია-პრაიმ ჰაუსის” ფსკერსქვემოთა შოუში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

ჩვენს გამოცემას არ სურდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა გაჩუმება არ შეიძლება, სადამდე დაეცა ადამიანი.

რამდემიმე ხნის წინ ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, 10 წლის  ბიჭი, ვიღაცას კომპიუტერით ესაუბრებოდა მესენჯერით, უცებ ეკრანს შევხედე და რას ვხედავ, ეს ე.წ. სასირცხო სმაილები ჰქონდათ თავზე, როგორც ჩანს ახალი სმაილი დაამატა მავანმა… სავარაუდოდ არც იცნობდა ის უცნობი მოზარდს(  ის ბევრად დიდი იქნებოდა ამ ბიჭზე) ისეთ დეტალებს ეკითხებოდა… ეს კიდევ სხვა თემაა, რომ მოზარდებს დიდი ყურადღება სჭირდებათ.

„პრაიმ ჰაუსი“ თუ გარყვნილების სახლი?

ად დავეშვით, საით მიგვაქანებს უზნეობის მანქანა? ეს ფსკერს ქვემოთ ჩასვლაა კიდევ უფრო.

გთავაზობთ ჟურნალისტ გიორგი გიგაურის პოსტს, რომელიც კარგად ასახავს, თუ რა უბედურებასთან გვაქვს საქმე….

მოყვარეს პირში უძრახეო…
,,პრაიმ ჰაუსის” ფსკერსქვემოთა შოუში, 2 მილიონამდე ზარია განხორციელებულიო!
ანუ, მაშინ, როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა, საქართველო ქართველებისაგან მასობრივად იცლება, ხალხი შიმშილობს, ამ დროს, 2 მილიონჯერ დარეკეს ქართველებმა, რომ ამ ,,საქვეყნო პრობლემას” შეშველებოდნენ –
მხარი დაეჭირათ ამ არსებების შოუში დასარჩენად!
მოკლედ, ქართველები – ძირითადად, ქალბატონები: დედები, ბებიები – აი, ამას, რაც ფოტოზეა, გულშემატკივრობენ და ქომაგობენ…
აი, ამ თავზე ფალოსწამოცმული ორფეხების, დეგრადირების, უზნეობის ღია პოპულარიზაციას რომ ეწევიან და პრიზების გამო, ყველაფერს კადრულობენ, სახალხოდ – აი, ამათ გამო, ერმანეთს წყვიტავენ სოცქსელებში ადამიანები, რომლის ფავორიტი რომლისას ჯობია!
და იქვე, რომელიღაც თამაზას და გურამა შეროზიას ფანები ფეისბუკში მართლმადიდებლურ ხატებს აფრიალებენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ქრისტიანობის დამცველებად მოგვევლინებიან!
მე არავის მორალს არ ვუკითხავ, არც ამ შოუს მონაწილეთა ბედი და იაფი პოპულარობა მანაღვლებს!
უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ ასე – ამ შეგნებით და ზნეობით, უფსკრულის პირას მდგარ ქვეყანას, გადაჯიშებისა და გაქრობის ზღვარზე მყოფ ერს ვერ გადავარჩენთ და იმავე წუმპეში ჩავიხრჩობით, პოლიტიკური თუ რეალითი შოუებით გაბითურებულებს, ბოლო ათწლეულებია თავზე რომ გვასხამენ, გეგმაზომიერად!
და ამ სპექტაკლებს გვაყრებინებენ სწორედ იმიტომ, რომ ერად, სახელმწიფოდ რომ არ შევდგეთ, ადამიანური ღირსეული ცხოვრება რომ არ მოვითხოვოთ და კვლავაც ადვილად გასაბითურებელ მონებად დაგვტოვონ!
 ჟურნალისტი გიორგი გიგაური

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...