ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?“

„ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

„ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა:
– ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!
– არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.
– რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.
– საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე.
– და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა.
– დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.
დაგუგლა.
არის ჩუმად.
ხმას არ იღებს…
იყურება ფანჯარაში.
კიდევ დაგუგლა.
კითხულობს…
ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.
– რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა.
უცბად მოტრიალდა გიჟივით:
– თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?
უცებ ამიდუღდა სისხლი:
– ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე… თვალები ცრემლით ამევსო…
ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.
მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“…

©️ რამაზ გიგაური


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...