ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი ქვეყანას არ  ჰყოლია,ბევრი სისხლი უსვია ხელებზე,მიშა სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც 300 000 ათასი კაცი ციხეში აწამა“-ვიქტორ ჯაფარიძე

„ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი ქვეყანას არ  ჰყოლია,ბევრი სისხლი უსვია ხელებზე,მიშა სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც 300 000 ათასი კაცი ციხეში აწამა“-ვიქტორ ჯაფარიძე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულობებზე  მედიასთან საუბრობს;

„ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი ქვეყანას არ  ჰყოლია, არ მეცოდება,მიშა სააკაშვილს შეიძლება ვაპატიო ის, რაც მე დამიშავა, მაგრამ მას ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც რობაქიძეს, ვერც სამაჩაბლოს, ვერც აფხაზეთს, იმის მაგივრად რომ ფ

გამოსულიყო და ყოველრე ბოდიში მოეხადა ამ ქვეყნისთვის, რომელიც გააუბედურა, შემოდის კონტეინერით, რომ რევოლუცია და უბედურება მოახდინოს.მიშა სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც 300 000 ათასი კაცი ციხეში აწამა. არ მეცოდება, სხვა როგორ გითხრათ? ნუ წიაღეთ მიშათი ტვინი, დაანებეთ ამ ქვეყანას ცხოვრება, შეეშვით ამ ხალხს, საკმარისია, მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საპყრობილეში. ასეთი ლაცარი პრეზიდენტი რომ გყავთ არ გრცხვენიათ? მე მრცხვენია? აი გვარამია  ზის კაცურად , ხმას არ იღებს, სხვებმაც მოიხადეს სასჯელი, ვინ ტიროდა ასე?ტირის, ვაიმე დედიკო, მიშველე, სტრასბურგში წავიდა… არა სცხვენია? მე მრცხვენია…რა არის უხერხული? მიშა სააკაშვილს ევროპული სასამართლოს მიერ აღიარებული აქვს ბრალი, კეთილი ინებოს და მოიხადოს. მე პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საპყრობილეში და არის საავადმყოფოში.ხელისუფლებას აქვს ვალდებულება მიხეილ სააკაშვილი იყოს ცოცხალი, მაგრამ მოიხადოს  სასჯელი.

არ მეცოდება, ვინა ხართ თქვენ? თქვენ რომ სამართლიანი  ადამიანები იყოთ  სააკაშვილის რეჟიმის მსხვერლ ადამიანებს მინიმუმ ბოდიშს მაინც  მოუხდიდით, მაგრამ თქვენ მიშას ტელევიზია ხართ.

არ მეცოდება, რაც გინდა ის დაარქვით ამას, მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს.მასზე უარესი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია. უხერხული როდის იყო იცით? მე რომ ქვეყნიდან გაქცეული ვიყავი და ჩემი შვილები უჩემოდ გაიზარდნენ.პალამენტის წევრი რომ ვიყავი და ქვეყნიდან მაგდებდნენ, ის   არ იყო უხერხული?ასევე უხერხული იყო ის, რომ მარნეულში ქონება ჩამომართვეს,თქვენ კი ეს არ  გაინტერესებთ.

 უხერხული იყო გირგვლიანი დასერილი რომ იყო, უხერხული იყო ის, რომ ბადრი პატარკაციშვილს სდევნიდნენ და ქვეყანაში არ შემოუშვეს. შეეშვით ამ ხალხს, მიშა პატიმარია, საქართველოს ვალდებულება აქვს მისი მოვლისა, იცით რამდენი პატიმარი იხოცებოდა  წელიწადში, მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში? ერთი პატიმარი არ ჰყოლია საავადმყოფოში.არავის არ უკეთებდნენ შეღავათებს, როგორც მას უკეთებენ…

არ მეცოდება და რა ვქნა?

მან  ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი, რომც მოკვდეს არ მეწყინება ყოველ შემთხვევაში…მიშა სააკაშვილი  სისხლის სამართლის დამნაშავეა, ბევრი სისხლი უსვია ხელებზე, ამაზე დაფიქრდით…დღეს რომ თქვენ ლაპარაკობთ ეს მისი დამსახურება კი არ არის? „იმედში“ რომ შევარდნენ და ჟურნალისტები კედელთან მიაყენეს, ეს ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს ჰკითხეთ…არ მაინტერესებს თქვენი შეკითხვები და შემიძლია არ გიპასუხოთ… არავითარი ვალდებულება არ მაქვს.. კიდევ  ჩამოგითვალოთ მიშას ნამოქმედარი?რომელი ჩამოგითვალო? შეკითხვა არ გაქვთ პრეზიდენტთან ბოდიშის მოხდის? რობაქიძის დედისთვის ბოდიში მოუხდია?არც გამცემლიძის დედისთვის მოუხდია ბოდიში და არც მრავალი სხვისთვის, მიშას მხოლოდ მისი მომხრეები უნდა,  სხვა არავინ…“-განუცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დაკავებულია უკრაინელი ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში„დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ათავსებდა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ...