ახალი ამბები
Home / Uncategorized / “არცერთი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე”-მიხეილ სააკაშვილი

“არცერთი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე”-მიხეილ სააკაშვილი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არც ერთი მისი ადვოკატისთვის არასდროს უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ საკითხზე სპეკულაციები უადგილოა.

“მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას,” – წერს სააკაშვილი.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დაკავებულია უკრაინელი ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში„დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ათავსებდა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ...