ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლი-ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით. 30 დღის შემდეგ განმეორების შემთხვევაში კი სანქციები გასამმაგდება

ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლი-ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით. 30 დღის შემდეგ განმეორების შემთხვევაში კი სანქციები გასამმაგდება

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

_გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს რომელიც დღეიდან ამოქმედდება.

„ჩვენი ჯგუფები სპეციალური ხელსაწყოებით იქნებიან აღჭურვილი, სწორედ ამ მიზნით შეიქმნება სწრაფი რეაგირების გუნდები, რომლებიც უკვე არსებულ ჯგუფებს დაემატებიან. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოქალაქეების აქტიურობა. შესაძლოა მივიღოთ ვიდეო-მტკიცებულებები, შეტყობინების სახით, რადგან ყველგან ვერ ვიქნებით. შემოწმება მოხდება მომენტალურად, ადგილზე. დადგინდება რამდენად ნორმაში აქვს ავტომობილს CO და თუ სამართალდაღვევა გამოიკვეთა, შედგება ოქმი. სანქციებს რაც შეეხება, კანონპროექტში გაწერილია, რომ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით. 30 დღის შემდეგ განმეორების შემთხვევაში კი სანქციები გასამმაგდება“, – ამბობს კორკოტაძე.

კითხვაზე, რამდენად საკმარისია ჯარიმის ოდენობა და გამოიღებს თუ არა იმ შედეგს, რაც ამ ცვლილებისგან არის მოსალოდნელი, მთავარი ინსპექტორი პასუხობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანქციას ექნება შემაკავებელი ეფექტი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექინსპექტირების ნაწილიც მუშაობს ქვეყანაში და იქაც ცალკე სანქციები არსებობს. ვფიქრობთ, შემაკავებელი ეფექტი ნამდვილად იქნება“.

კორკოტაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კონტროლი დიდ ქალაქებში განხორციელდება, სადაც ავტომობილების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია, ესენია თბილისი, ბათუმი, ფოთი და რუსთავი.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჟურნალისტის რეპლიკაზე, დაჯარიმდებიან თუ არა სამარშრუტო ტაქსების, ავტობუსების მფლობელები, ნელი კორკოტაძე პირობას დებს, რომ მიდგომა ყველასთან ერთნაირი იქნება.

_________________

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა მოძრაობასთან – „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი მუხლი (119 პრიმა 2) – სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.

პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება 4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები შემდეგ ნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით;

კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან იგეგმება. აღნიშნულ პერიოდამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიძენს სპეციალურ, თანამედროვე გამზომ აპარატურასა და შესაბამის მოწყობილობებს, ასევე მოხდება სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა და თანამშრომელთა გადამზადება, რათა გზებზე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი ეფექტიანად განხორციელდეს.

კანონპროექტი, უახლოეს პერიოდში, წარდგენილი იქნება საკანონმდებლო ორგანოში.

___________________

ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება, რასაც ხშირად CO შემოწმებასაც უწოდებენ, ნებისმიერი ავტომფლობელისთვის აუცილებელი მომსახურებაა, რომელიც უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობას განაპირობებს. დღესდღეობით, გამონაბოლქვის სისტემის შემოწმება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტოტექმომსახურებაა, შესაბამისად, ბაზრის ლიდერი კომპანია, თეგეტა მოტორსი, მანქანის გამონაბოლქვის შემოწმების სწრაფ და ხარისხიან სერვისს გთავაზობთ.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი მანქანის გამონაბოლქვის შემოწმება?

ავტომობილი რთული მექანიზმია, რომლის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის გამონაბოლქვი სისტემის მწყობრში მოყვანა აუცილებელია. გამონაბოლქვი სისტემა ძრავის შიგნიდან მავნე/ნამწვი აირების მანქანის გარეთ გადასამისამართებლადაა დამონტაჟებული. ძრავში საწვავის წვის შედეგად გამოთავისუფლებული მავნე/ნამწვი აირები იგზავნება ფილტრში, რომელიც გარემოზე მავნე ნაწილაკების ზემოქმედებას ამცირებს.

მავნე გამონაბოლქვმა შეიძლება შეაფერხოს ავტომობილის ნორმალური ფუნქციონირება, გაზარდოს საწვავის მოხმარება, ძრავის არასტაბილურად (დეტონაციებით) მუშაობა და დააბინძუროს გარემო.

მანქანის გამონაბოლქვის შემოწმება  უსაფრთხო მგზავრობის მთელი პროცესის შეუფერხებლად შენარჩუნებას ემსახურება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს და ავტომობილს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან, ახალი რეგულაციების შესაბამისად, ტექინსპექტირების გასავლელად, მანქანის გამონაბოლქვის შემოწმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია.

 

როგორ ხდება ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება?

ბენზინისი ძრავიან ავტომობილებში CO-ს მაჩვენებლის ზრდის რამდენიმე ფაქტორი გამოიყოფა.

  • კატალიზატორის არარსებობა;

თუ ავტომობილში კატალიზატორი არ არის (მოხსნილია), CO-ს მაჩვენებელი დასაშვებ ნორმაზე მაღალი იქნება. CO-ს მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ ავტომობილს აზიანებს, არამედ საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.

  • აალების სანთლები;

თუ ცილინდრს (წვის კამერას) დროულად არ მიეწოდება ნაპერწკალი არ ხდება ბენზინის აფეთქება და საწვავი დაუწვავი რჩება. ამ დროს თქვენი ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს მაჩვენებელი იზდება.

  • ჰაერის ფილტრი;

თუ ჰაერის ფილტრი დაბინძურებულია, ძრავს ბენზინის სრული წვისთვის საჭირო რაოდენობის ჰაერის ნაკადი არ მიეწოდება. ამ შემთხვევაში ავტომობილის გამონაბოლქვი დასაშვებ ნორმებს არ შეესაბამება.

იმისთვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი ავტომობილის CO შემოწმება გარდაუვალია, დააკვირდით შემდეგ ნიშნებს:

  • საწვავის გაზრდილი მოხმარება;

თუ ბენზინგასამართ სადგურს საჭიროზე ხშირად სტუმრობთ, ეს შეიძლება გამონაბოლქვი სისტემის გაუმართაობაზე მიუთითებდეს.

  • ძრავის დეტონაციები;

ძრავის არასტაბილური მუშაობა შეიძლება არაერთმა პრობლემამ გამოიწვიოს, თუმცა მთავარი მათ შორის, როგორც წესი, გამონაბოლქვი სისტემის გაუმართაობაა. ძრავის დეტონაციები ავტომობილის გამონაბოლქვი აირის ნორმაზე მეტი რაოდენობით  არის გამოწვეული, ამიტომ მანქანის გამონაბოლქვი სისტემის შემოწმება აუცილებელი ხდება.

  • წვის სუნი;

წვის სუნი ავტომობილის გამართულ მუშაობაზე არასოდეს მიუთითებს. ხშირად გამონაბოლქვი აირების სითბო პლასტმასისგან დამზადებული ნაწილების წვას იწვევს. კიდევ ერთი ნიშანი თქვენს ავტომობილში დაფიქსირებული გაზის სუნია, რომელიც CO შემოწმების აუცილებლობაზე მიუთითებს. ნებისმიერ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ კვალიფიციურ ტექნიკოსს მანქანის გამონაბოლქვი სისტემის შესამოწმებლად.

ზოგჯერ, ხარვეზი ვიზუალურად მარტივად შესამჩნევია, თუმცა ხანდახან დაზიანება  თვალთახედვიდან დამალულია, რადგან გამონაბოლქვის მილი თქვენი ავტომობილის ქვედა ნაწილის მთელ სიგრძეზე გადის, ამიტომ პრობლემის ამოსაცნობად საჭიროა  ჰიდრავლიკური ამწე. იმ შემთხვევაში, თუ მილში ნახვრეტი ან ნაპრალი შეგხვდებათ,  უმჯობესია CO გასწორება ტექნიკოსს მიანდოთ. პრობლემის იგნორირება თქვენი ავტომობილის დაზიანებას  მხოლოდ გააძლიერებს.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...